რუსთავიდან თბილისში მომავალი მგზავრები ტრანსპორტის სიმცირეზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ დილის 8 საათიდან თბილისისკენ დროულად გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

რუსთაველების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ერთგვარი პროტესტია მძღოლებისა და კომპანია “ინტერტრანსის” მხრიდან, რომლებმაც მგზავრობის ფასის გაზრდა ვერ მოახერხეს.

“08:20. უკვე 20 წუთია ველოდები დიდუბის მარშუტკას. ვინმემ აგვიხსნის რა ხდება? მერიაში სძინავთ? კომპანია გასაგებია რომ უვარგისია და ახალ პროვოკაციებს აწყობს!!” – წერს გუჯა ბეშიძე რუსთავის დახურულ ჯგუფში.

 

“ინტერტრანსში” კი “ფორტუნასთან” აცხადებენ, რომ ტრანსპორტის შეფერხება მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ხდება. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ამტკიცებს, რომ დღეს, ისევე როგორც სხვა დღეებში სტანდარტულად მუშაობს 11 ლოტი სხვადასხვა მიმართულებით. “ინტერტრანსი” უარყოფს, რომ თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების რიცხვი შემცირდა.

“პიკის საათებში, დილას და საღამოს, თბილისში საცობებია, რის გამოც, ტრანსპორტი უკან დროულად ვერ ბრუნდება და სწორედ ამის გამო, შეიძლება დაფიქსირდეს დაგვიანება. ეს ყოველთვის ასეა”, – აცხადებენ “ინტერტრანსში”.

აღსანიშნავია, რომ “ფორტუნამ” ინფორმაციისთვის რუსთავის მერიაშიც დარეკა, რამდენად ჰქონდათ მათ ინფორმაცია ტრანსპორტის პრობლემის შესახებ, თუმცა მათ “ინტერტრანსში” გადაგვამისამართეს.

რუსთაველები კი პასუხს და რეაგირებას მერიისგან ელიან. ისინი ასევე ელოდებიან დაპირების შესრულებას, რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსების დანიშვნის შესახებ.

რუსთაველები გაჩერებაზე თბილისისკენ მომავალ მიკროავტობუსებს ელოდებიან

 

გადაადგილების პრობლემა იყო გუშინ ღამითაც.

“ორმაგი რაოდენობა აეტენა ალდაგის მარშრუტკაში. ველოდეთ 30 წუთი,”- ამბობენ რუსთაველები და ფოტოსაც აქვეყნებენ.

 

 

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები