LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველები თბილისში ვერ დადიან – ვინ უშველის ათობით ათას მგზავრს

1260
rustavis mgzavroba

უკვე ორი კვირაა რუსთავი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი განსაკუთრებული შეფერხებით მოძრაობს და რუსთავის მოსახლეობას ყოველდღიურად სერიოზული პრობლემები ექმნება. პრობლემა სავარაუდოდ, კომპანია “ინტერტრანსში” და არასაკმარის ტრანსპორტშია.

რუსთაველების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ერთგვარი პროტესტია მძღოლებისა და კომპანია “ინტერტრანსის” მხრიდან, რომლებმაც მგზავრობის ფასის გაზრდა ვერ მოახერხეს.

“რუსთავიდან თბილისში სიარული, ისევე როგორც სხვა ათასობით ადამიანს, მეც ყოველდღე მიწევს. ტრანსპორტის პრობლემა კი დღითიდღე უარესდება, „მარშუტკები“  

რუსთაველები თბილისში ვერ მოდიან - რა პრობლემა აქვს ტრანსპორტს?

"ინტერტრანსი" უარყოფს, რომ თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების რიცხვი შემცირდა.

ფიზიკურად აღარ არის, გაიზარდა მათი მოძრაობის შუალედი. ყველაზე ცუდი მდგომარეობა პიკის საათებში, დილით და საღამოსაა. „ინტერტრანსი“ ბაზრის ერთადერთი მოთამაშეა, შესაბამისად, ისე იქცევა როგორც გაუხარდება, ჩვენ კი ყოველ დღე ვიტანჯებით და ტრანსპორტის ლოდინი 30-40 წუთი გვიწევს”, – ამბობს თამარ ქირია. 

“ინტერტრანსში” კი “ფორტუნასთან” აცხადებენ, რომ ტრანსპორტის შეფერხება მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ხდება. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ამტკიცებს, რომ “ინტერტრანსი” სტანდარტულად მუშაობს. “ინტერტრანსი” უარყოფს, რომ თბილისი-რუსთავის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების რიცხვი შემცირდა და ინტერვალები გაიზარდა.

რუსთავის მერია ადასტურებს, რომ სხვადასხვა ლოტზე ნამდვილად იქმნებოდა პრობლემები, თუმცა რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა სიტუაცია შედარებით გამოსწორებულია.

შეფერხებების აღმოსაფხვრელად, მერიამ „ინტერტრანსს“ სათადარიგო ტრანსპორტის გამოყოფა მოსთხოვა. თუ კომპანია პირობებს არ შეასრულებს, ის დაჯარიმდება.

„200 მიკროავტობუსი მოძრაობს დღის განმავლობაში სხვადასხვა მარშრუტზე. ჩვენ “ინტერტრანსს” მოვთხოვეთ, რომ თბილისში არსებული საცობების გამო, შეფერხებების აღმოსაფხვრელად, ჰყავდეთ სათადარიგო ტრანსპორტიც. თუ იქნება შეფერხება, მათ სათადარიგო ტრანსპორტი დაუყოვნებლივ უნდა დაამატონ. თუ დადგინდა ის, რომ “ინტერტრნასს” ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობის ტრანსპორტი არ გამოჰყავს, ისინი დაჯარიმდებიან,“ – განაცხადა მან.

სიტუაციას ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება. როგორც რუსთავის მერიაში ამბობენ, ეს ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.

რუსთაველები კომპანიის დაჯარიმებაში გამოსავალს ვერ ხედავენ. ისინი ითხოვენ, რომ დაჩქარდეს ალტერნატიული ტრანსპორტის შესყიდვა, მანამდე კი თბილისის მერიამ უზრუნველყოს მგზავრების გადაყვანა.

“ფორტუნა” დაინტერესდა თუ რას აპირებს თბილისისა და რუსთავის მერია და რა ბედი ელის მგზავრებს, რომლებიც ყოველდღე ამ რეჟიმში გადაადგილდებიან.

თბილისის მერიაში, ამ კითხვაზე გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ “ფორტუნასთან” განაცხადა, რომ ამ საკითხის განსახილველად, აუცილებელია რუსთავის მერიასთან შეხვედრა. ამ ეტაპზე კი თბილისში გადაადგილების პრობლემის მოგვარებით არიან დაკავებულები.

“საუბარი საჭიროა ალბათ, რუსთავის მერიასთან ერთად. ამის შემდეგ შეგვეძლება ამაზე საუბარი,” – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

“რუსთავის მერია თბილისის მერიასთან თანამშრომლობს”

მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე ამბობს, რომ სანამ თბილისის მერია ახალ ავტობუსებს შემოიყვანდა, მათ თხოვნით უკვე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ახლა ისინი კიდევ ერთ წერილს გააგზავნიან დედაქალაქის მერიაში. რუსთავი მზადაა, თბილისის თანხმობისთანავე გაუშვას ავტობუსები თბილისი-რუსთავის მიმართულებით. 

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსი დაინიშნება

ავტობუსის ბოლო გაჩერება მეტროსადგური „ისანი“ იქნება

„102 ხაზის დაგრძელება გვინდოდა, მივმართეთ თბილისის მერიას მოთხოვნით, რომ ხაზი არა ფონიჭალის შესასვლელთან დასრულებულიყო, არამედ შესულიყო რუსთავშიც. თუმცა, საკმარისი რაოდენობის ტრანსპორტის არარსებობის გამო, თბილისის მერიამ თხოვნა ვერ შეასრულა. ახლა ახალი წერილი მოვამზადეთ, თუ მათ გამოუთავისუფლდათ ავტობუსები, იქნებ დაგვეხმარონ, დროებით პრობლემის მოგვარებაში,“ – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილემ.

 

სამომავლო გეგმები

რუსთავის მერიას დიდი გეგმები აქვს და თან როგორც აცხადებენ, ახლო მომავალში. მერის მოადგილე ამბობს, რომ დაპირება ახალი ავტობუსების შემოყვანისა და ხაზზე დანიშნვის შესახებ, რამდენიმე თვეში შესრულდება.

„ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ შესაბამისი საკონკურსო პირობები შეიმუშავოს, რა ტიპის ტრანსპორტზე გამოცხადდეს კონკურსი. განიხილება სამი ტიპის ტრანსპორტი: დიზელზე მომუშავე, შეიძლება იყოს თხევად გაზზე, ან კონკურსი გამოვაცხადოთ ელექტრო ავტობუსზე, ამას ჯგუფი გადაწყვეტს. ვეძებთ ისეთ პარამეტრებს, რომ ტევადობაც მგზავრთნაკადის შესაბამისი იყოს და ამავდროულად ტრანსპორტი ხელმისაწვდომი იყოს შშმ პირებისთვისაც. სავარაუდოდ, კილომეტრაჟიდან გამომდინარე, ტარიფი 1 ლარის ფარგლებში იქნება.

ეს არ არის სამომავლო გეგმა, ძალიან მოკლე ხანში ეს პირობები დაიდება და კონკურსი გამოცხადდება. მგზავრთნაკადი უკვე დათვლილი გვაქვს, ტარიფის ფორმულა შემუშავებული გვაქვს, ყველაფერი მოკვლეული გვაქვს, ახლა უბრალოდ ტექნიკურ პირობებს ვაზუსტებთ, გაიმართება ჯგუფის შემაჯამებელი სხდომა და გამოცხადდება კონკურსის პირობები. შესყიდვებს და ავტობუსის ჩამოყვანას სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება,“ – განაცხადა ბესიკ ტოგონიძემ „ფორტუნასთან“.

მიწისზედა მეტრო

კიდევ უფრო დროში გაწელილი გეგმა მიწისზედა მეტროა, რომელმაც შესაძლოა სამგორი-რუსთავი დააკავშიროს. ამასთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევას ავსტრიული კომპანია ჩაატარებს. ეს კომპანია მოამზადებს სატენდერო დოკუმენტაციასაც. რამდენად რეალურია გეგმა სულ რამდენიმე თვეში გაირკვევა. 

 

პეტიცია – რას ითხოვენ რუსთაველები?

ეს პეტიცია, რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება და სხვადასხვა უწყებას, მათ შორის, თბილისის მერიას და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგზავნება.

“2018 წლის დეკემბრის ბოლოს, მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულების გაზრდამ, რაც არ შეესაბამებოდა მომსახურების ხარისხს და მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას, გამოიწვია დიდი საპროტესტო ტალღა და კომპანიამ ფასი ძველ ნიშნულზე დატოვა დროებით, სანამ ექსპერტიზა არ შეისწავლიდა და დაადგენდა რეალურ ტარიფს. შექმნილი მდგომარეობა ხელს უშლის რუსთავს, გახდეს თბილისის სატრანსპორტო სისტემის ერთიანი ნაწილი, რაც, მთლიანობაში, აფერხებს რუსთავის განვითარებასაც.

რუსთავს სჭირდება მეგაპროექტები სატრანპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. 

მეტროს მშენებლობისა და ერთიანი საბარათე სისტემის დამკვიდრების იდეა უმნიშვნელოვანესია და ვიმედოვნებთ, საბოლოოდ განხორციელდება, თუმცა, ორივე პროექტი 

მოითხოვს დროს და სანამ მსგავსი მეგაპროექტები ძალაში შევა, მოქალაქეებს კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლად მიგვაჩნია პარალელურად შემდეგი ღონისძიების გატარება და პრობლემის გადაჭრის მიზნით გთხოვთ თქვენს აქტიურ ჩარევას: 

  1. გთხოვთ, პირველ რიგში უზრუნველყოთ/დააჩქაროთ ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა, ჰიბრიდული და შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის უზრუნველოყოფა (რუსთავის მერია მუშაობს ტენდერის პირობებზე ბოლო თვეებია) რაც უფრო ეკონომიურიცაა, უსაფრთხოც, ვიზუალურადაც გაცილებით უკეთესია და  კომფორტულიც. რუსთავი- თბილისის სატრანსპორტო საშუალებებს (ასევე შიდა საშუალებებსაც) ისედაც ესაჭიროებოდა განახლება და ახლა 
  2. საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დადგა;
  3. ალტერნატიული ტრანსპორტის შემოყვანამდე, გთხოვთ, განიხილოთ თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით რუსთაველი მგზავრების გადაყვანა თბილისი-რუსთავი-თბილისის მიმართულებით.ვფიქრობთ,ამ იდეის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ რუსთავი-თბილისის მიმართულებით ამჯერად მხოლოდ 21ადგილიანი მიკროავტობუსები გადაადგილდებიან, ავტობუსით კი მინიმუმ 2ჯერ მეტი მგზავრის გადაყვანა შეიძლება ერთდროულად, ვიმედოვნებთ, ავტობუსების მომხმარებელთა ნაკადის გაზრდა შეამცირებს მიკროავტობუსებზე მოთხოვნას და განმუხტავს საცობებს, რაც ეკოლოგიის თვალსაზრისით წაადგება ორივე ქალაქს. ასევე, ათასობით რუსთაველი სწორედ დედაქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტს გადაუხდის მგზავრობის თანხას, რაც დადებითად აისახება თბილისის ბიუჯეტზე.

თქვენი მხრიდან მზაობის შემთხვევაში, რუსთაველი მოქალაქეების ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნული პროექტი უფრო დაწვრილებით.

პატივისცემით,

რუსთაველები,” – ნათქვამია პეტიციაში.

 

ცნობისთვის, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად, 2019 წლის მონაცემებით, დაახლოებით 20-დან 23 ათასამდე მგზავრი გადაადგილდება. ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანას მხოლოდ ერთი კომპანია ახორციელებს.