LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსმა მებრძოლებმა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეღწევა სცადეს: უკრაინული მედია

237
1

“რუსი მებრძოლები დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეღწევას ცდილობდნენ” – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Unian ქვეყნის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუგანსკის რაიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის თავდაცვის ფრონტის სიახლოვეს, მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის შეღწევის მცდელობა დააფიქსირეს.

გამოაშკარავების შემდეგ კი რუსებმა უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაიხიეს.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული ძალების ერთეულები სიტუაციას აკონტროლებენ და აგრძელებენ დავალებების შესრულებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შესაკავებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები