LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი სენატორი: “ქართველი ჟურნალისტი ქალები ძალიან ეგზალტირებული ქალბატონები არიან”

200
BeFunky-collage (13)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და მისი პრესპიკერის, მარია ზახაროვას შემდეგ , ქართველ ჟურნალისტების შეურაცხყოფას არც რუსი სენატორი ერიდება.

“მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ” – ქეთევან ქარდავა სერგეი ლავროვსა და მარია ზახაროვას პასუხობს

ალექსეი პუშკოვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის საბჭოში საინფორმაციო პოლიტიკის და მასმედიასთან ურთიერთქმედების კომისიას ხელმძღვანელობს, ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ  ქართველი ჟურნალისტებისგან შეტევა არაერთხელ განუცდია.

“ღირსებადაკარგული ქალების საცოდაობა” – სერგეი ლავროვის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფას მისი პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აყენებს

“რბილად რომ ვთქვათ, ქართველი ჟურნალისტი ქალები ძალიან ეგზალტირებული ქალბატონები არიან. მათი შეტევა მოსკოვში, სტრასბურგში და ევროპის საბჭოშიც არაერთხელ განმიცდია. მათ ჰგონიათ, რომ პასუხი ძირიანად უნდა ამოგგლიჯონ“, – წერს პუშკოვი ტვიტერზე.

 

შეგახსენებთ, გუშინ,  ჟენევაში, ევროსაბჭოს მინისტერიალის შემდეგ ტელეკომპანია “იმედისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა სერგეი ლავროვს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, გაზაფხულზე, თბილისში ვიზიტს, ლავროვმა კი მათ ავადმყოფები უწოდა.

“ავადმყოფები ხართ გოგონებო” – ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები