LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა – ბაია პატარაია

1679
baia 55

ბაია პატარაია, რომელიც ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელია და ხშირად გამოირჩევა თამამი და პროვოკაციული განცხადებებით, თბილისის „ლოკომოტივის“ მიერ მოსკოვის “დინამოს” დამარცხებასაც ორიგინალურად ეხმაურება.

ბაია პატარაია დარწმუნებულია, რომ მის სტატუსი ბევრ კრიტიკას დაიმსახურებს, მაგრამ მაინც არ ერიდება საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას.

„რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა. ამით ვერაფერს უგებთ და ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს, უბრალოდ, თავს იგდებთ.
დროა, გაიზარდოთ!
სხვათა შორის ეგ ინფანტილიზმია ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო აგრესიისა, რომელიც ვერ მიემართება ნამდვილ მოძალადეს (ოკუპანტს/სისტემას), სამაგიეროდ ანადგურებს ისევ თქვენსავე გარემოს (ცოლს/ოჯახს). 
დროა, გაიზარდოთ!
გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა და პასუხუსმგებლობის აღება და არა კლავიატურის ლომფხვობა და რუსების გინება.

ცოტა გარედან შეხედეთ თქვენ თავს – რა გიხარიათ?!

ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს. დროა, გაიზარდოთ და გაეშვათ თავის მოტყუებას!
საქმე აკეთეთ“! – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში. 

 

ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა” მოსკოვის „დინამო” 2:1 დაამარცხა. რუსები ალბათ დიდხანს კიდევ შოკში იქნებიან მიღებული მარცხით. საოცარი კი ისაა, რომ საქართველოში მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც გამარჯვება არ გაუხარდა.

მადლობა: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა – მდიდარი რუსები დამარცხებულები გავუშვით

 

https://www.facebook.com/baiabaia/posts/10164097546645133

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები