LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს სურს არალეგალურად დაყოს საქართველო – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

175
70558275-1919948434774947-1214216825429032960-o

“რუსეთს სურს, არალეგალურად დაყოს საქართველო”, –ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა განაცხადა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთი პერიოდულად სწევს საზღვარს და არ აქცევს ყურადღებას იმ მოსახლეობას, რომელთა ოჯახები და საკუთრება იყოფა.მედლინ მუნმა უკანონო ბორდერიზაცია რუსეთის პირდაპირ აგრესიად შეაფასა.   

“დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გესმით, თუ რატომ ვგრძნობ თავს მორალურად ვალდებულად, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვისაუბრო იმაზე, თუ რა ვნახე იქ და რა ვიგრძენი. რუსეთს სურს, რომ ეს გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს, არალეგალურად დაყოს საქართველო. ამის გამო, რუსეთი პერიოდულად სწევს საზღვარს, არ აქცევს ყურადღებას იმ მოსახლეობას, რომელთა ოჯახები და საკუთრება იყოფა. მე ვესაუბრე ერთ-ერთ მოსახლეს, რომელიც ავადმყოფ ცოლთან ერთად ჩარჩა მავთულხლართების მიღმა და არ შეუძლია ოჯახის წევრების ნახვა, საკუთარი მიწის დამუშავება, რომელიც მავთულხლართების მეორე მხარესაა. ეს იყო ემოციური და მე პირობა დავდე, რომ ვისაუბრებდი ამაზე, ვისაუბრებდი არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, არამედ იქ მცხოვრები ადამიანებისა და მათი უფლებების დარღვევების შესახებ“, – განაცხადა მედლინ მუნმა.

შეგახსენებთ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები