LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს მალე ჩვენთან ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი აქვს

126
air-two-planes-one-parked-another-taking-off-1000x500

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის 2019 წლის ზაფხულში შეწყვეტილი ავიამიმოსვლა მალე განახლდება.

როგორც ლავროვი ამბობს, მათთვის მნიშვნელოვანია „თბილისში რუსოფობიური კამპანია არ გაიზარდოს, დასრულდეს ისეთი ექსცესები, რომელსაც თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეაზე ჰქონდა ადგილი“.

„მათ გვაიძულეს, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავით რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, ჩვენ მაინც ვართ იმ მდგომარეობაში ახლა, რომ ავიამიმოსვლა შეწყვეტილია“,- დასძინა ლავროვმა.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება.

შეგახსენებთ, თბილისში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე, რომელიც ძალაში 8 ივლისიდან შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები