LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ-სუსი

86
susierti-4

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ასევე მომხდართან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ატოცთან სამუშაოები განაახლეს

“რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია “ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია” – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები