LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს და ისევ არასრული ტიტულატურით იხსენიებს

164
319598350_538763381516275_8692332306695829255_n

რუსეთის პატრიარქი კირილი, საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღე ულოცავს. ტექსტი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა და აღსანიშნავია, რომ მილოცვაში ილია II სრული ტიტულით მოხსენიებული არაა და ამოღებულია ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი:

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ძვირფასო ძმაო და უფლის შემწირველო! გულითადად გილოცავთ მნიშვნელოვან თარიღს – თქვენს 90 წლის დაბადების დღეს.

თქვენი უწმინდესისა და უნეტარესის ცხოვრების გზა განუყრელად არის დაკავშირებული ქრისტესთან, რომელიც გიყვართ ყრმობიდანვე. ეკლესიის წინააღმდეგ დევნის მკაცრ დროს, თქვენ აირჩიეთ ღვთის მსახურების ეკლიანი გზა.

პრემიერი პატრიარქს 90 წლის იუბილეს ულოცავს: განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე

წმინდა სერგის დიდ კელიაში სულიერი განათლების მიღების შემდეგ, ივერიის ეკლესიის საკეთილდღეოდ დაიწყო გულმოდგინებით მუშაობა, რითაც გაზარდეთ უფლის მიერ მიცემული ძღვენი. როგორც კი დაინახეს თქვენი პატივმოყვარეობა და მონდომება ქრისტეს დიდებისადმი, თანამეუფეებმა აგირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

მრავალი წლის განმავლობაში გონივრულად მართავდით თქვენთვის მინდობილ მემკვიდრეობას, აჩვენეთ სამწყსოს ხატი ღირსი პირველი იერარქისა, მოწოდებული იყო უმწიკვლო, როგორც ღვთის მმართველი, მოსიყვარულე კეთილი, სამართლიანი და ღვთისმოსავი.

თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს” – პრეზიდენტი

თქვენი მდიდარი გამოცდილება, როგორც ამქვეყნიური, ისე სულიერი, რომელსაც გულუხვად უზიარებთ ყველას, ვინც თქვენთან მოდის, არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძვირფასი ქონება.

მხურვალე ლოცვით ამ დღეს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობისთვის, გისურვებთ ღვთის დიდებულ წყალობას, მშვიდობას, სიხარულს და ძლიერებას მრავალი წლის განმავლობაში“, – წერს რუსეთის პატრიარქი მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პატრიარქი, ილია II 90 წლის გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები