LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა

90

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურა.

გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ – 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა დაემატა  –  1276 ლარის ოდენობით.

უწყების თქმით, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები