LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ყოველწლიურად უნდა შევამციროთ – სოფლის მეურნეობის მინისტრი ღვინის ექსპორტზე საუბრობს

48
266707526-4748098358580430-812900316572533612-n

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით, რაც სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ლევან დავითაშვილის თქმით, დივერისიფიცირების გაძლიერების და აღნიშნული პროგრამის ეფექტიანად განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს პრიორიტეტულ ბაზრებზე, კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას ელოდებიან.

„დივერსიფიცირების ღონისძიებებით რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება ყოველწლიურად უნდა შევამციროთ, რაც ახალ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა შედარებით ნაკლებია, უფრო მეტ მარკეტინგულ აქტივობას გულისხმობს. გასულს წელს პირველად, აშშ-ის ბაზარზე, რომელიც მარკეტინგული კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებად იქნა შერჩეული, უკვე მილიონიან ნიშნულს მიუახლოვდა ქართული ღვინის ექსპორტი. ჩვენი მიზანია, აქტიურად განვახორციელოთ პროექტი, რომელიც ინდივიდუალური მარკეტინგული ინიციატივების მხარდაჭერას უკავშირდება და რაც სავაჭრო მარკეტინგის თანადაფინანსებას გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან. პროგრამის პრეზენტაცია გასული წლის სექტემბერში გვქონდა და მეღვინეების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას ველოდებით, დივერისიფიცირების გაძლიერების და აღნიშნული პროგრამის ეფექტიანად განხორციელების შემთხვევაში. ვფიქრობ, ახალ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტად წარმატებულები იქნებიან ქართული ღვინის კომპანიები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები