LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთის ბაზარით შეგვიძლია ცოტათი უკეთ ვიყოთ, ევროკავშირის ბაზრით კი – საბოლოდ დავამარცხოთ სიღარიბე“

92
Export

„რუსეთის ბაზარით შეგვიძლია ცოტათი უკეთ ვიყოთ, ვროკავშირის ბაზრით კი საბოლოდ დავამარცხოთ სიღარიბე“ – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე აცხადებს.

„მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან რუსეთმა ბაზარი გაგვიხსნა, რადგან დღეს ჩვენ წინააღმდეგ სადამსჯელო ბერკეტები ქონოდა, ევროკავშირში თითქმის 2-ჯერ მეტი ღირებულების საქონელი გაგვაქვს!

რუსეთის ბაზარი არის 1.6 ტრილიონი დოლარი, ევროკავშირის კი 12-ჯერ დიდი, 19 ტრილიონი დოლარი. რუსეთში დიდი ხანია იცნობენ ქართულ ნაწარმს, ევროკავშირში კი ეხლა იკიდებს ფეხს და საკმაოდ წარმატებით. ევროკავშირი ბაზრის სანაცვლოდ ტერიტორიებს არ გვართმევს!

რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდით შეგვიძლია ცოტათი უკეთ ვიყოთ, ვროკავშირის ბაზრით კი შეგვიძლია გავმდიდრდეთ, საბოლოდ დავამარცხოთ სიღარიბე! ვისწავლოთ, ვიშრომოთ და ამას ძალიან მალე მივაღწევთ! #ძალაევროპაშია“, – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენები დროებით აკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები