LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის არხსენება რეზოლუციის ტექსტში სიმხდალეა, რომელიც უნდათ მოგვყიდონ როგორც პრაგმატული ნაბიჯი: პაატა მანჯგალაძე

129
პაატა მანჯგალაძე

“ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

ხელისუფლების ოპონენტები აუცილებლად მიიჩნევენ, დოკუმენტში მკაფიოდ იყოს აღნიშნული, რომ აგრესიას მეგობარი ქვეყნის მიმართ რუსეთი ახორციელებს.

“რუსეთის არ ხსენება რეზოლუციის ტექსტში არის სიმხდალე, რომელიც უნდა მოგვყიდონ ჩვენ და მთელ ცივილიზებულ სამყაროს, თითქოს პრაგმატული და რაციონალურია ეს” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე

ოპოზიცია რეზოლუციის საკუთარი ვერსიის დარეგისტრირებას აღარ გეგმავს; ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი დღეს პარლამენტის წინ “დროას” მიერ შემუშავებულ დოკუმენტს მოაწერს ხელს.

“ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას 21-ე საუკუნეში ეშინია ოკუპანტად რუსეთის ხსენება, ეს არის ძალიან სამარცხვინო” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე

მისი განცხადებით არავის აქვს უფლება, ამის შემდეგ დიდაქტიკური ტონით ელაპარაკოს საქართველოს მოსახლეობას,

პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ქვეყნისთვისაა დამაზიანებელი.

“არსებით საკითხებზე ძირითადად, შეთანხმებული ვიყავით, მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით. ყველაზე ცუდი და მძიმეა ის, რომ ასეთ საკითხებზე, რომელზეც ჯერ თითქოს ვთანხმდებით და მერე გაურკვეველი მიზეზების გამო, მართლა არ მესმის, რა მიზეზია, ხდება ამ ყველაფრის დაიგნორება და, პროცესის, ფაქტობრივად, გაფუჭება, არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქვეყნისთვის დამაზიანებელი,”- აცხადებს ანა ბუჩუკური.

პოპულალურები