LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქცია “თავისუფლება ნავალნის” მიმდინარეობს, დაკავებულია 125-ზე მეტი მომიტინგე

155
1611399909-რუსეთი-აქცია-დაკავება-1024x553

რუსეთის ქალაქებში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 125-ზე მეტი მომიტინგე, სამართალდამცველებმა დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს.

ნავალნის შტაბის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს უხეშად ეპყრობიან და ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია სლოგანით “თავისუფლება ნავალნის” რუსეთის 93 ქალაქში იგეგმება.

ცნობისთვის, რუსეთის პოლიციამ ნავალნის მომხრეების დაკავება ჯერ კიდევ 22 იანვარს დაიწყო.

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც იგი მკურნალობის კურსს გადიოდა სამხედრო დანიშნულების შხამით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ.

მოსკოვში ჩასული ნავალნი პოლიციამ აეროპორტშივე დააკავა. მეორე დღეს, 18 იანვარს სასამართლომ მას 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ ალექსეი ნავალნიმ რუსეთის მოქალაქეებს საპროტესტო აქციების გამართვისა და ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები