საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 13.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

საერთაშორისო ვიზიტორების 66.2% ტურისტები იყვნენ.

2019 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 378.2 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 24.9%-ს შეადგენს და წარმოადგენს 36.8%-იან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (23.1%) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 37.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 46.6%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 1 069.3 ათასი და 516.7 ათასი ვიზიტი.

თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები