LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

569
World-Russia-Flag-of-the-Russian-Federation-035272-

რუსეთი საქართველოში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს. სექცია მოქალაქეებს აცნობებს, რომ 17 ნოემბერს ანტისამთავრობო მიტინგია დაგეგმილი და მოუწოდებს მათ, რომ თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

„ქალაქში გამკაცრებული იქნება უსაფრთხოების ზომები და შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. ოპოზიცია აცხადებს, რომ აქციები პერმანენტული ხასიათის იქნება.

ინტერესების სექცია რეკომენდაციას აძლევს საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს“, – აღნიშნულია სექციის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები