LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საქართველოსგან რუსი მოქალაქეებისა და ჟუნალისტების უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს

162
239179346

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებისგან ქვეყანაში მყოფი რუსეთის ყველა მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფვას ითხოვს.

“დღეს, თბილისში აგრესიულად განწყობილი რადიკალური ელემენტების მხრიდან, ტელეკომპანია Россия 24-ის გადამღებ ჯგუფზე ადილი ჰქონდა თავდასხმის მცდელობა. იქამდე, მასობრივი არეულობის დროს, საქართველოს დედაქალაქში დაშავდნენ მთელი რიგი ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები.

საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი როგორც რუსი ჟურნალისტების, ისე რუსეთის მოქალაქეების უპირობო უსაფრთხოება.

ველოდებით შესაბამის რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და პირველ რიგში, ეუთო-ს წარმომადგენლისგან მედიის საკითხებში ჰარლემ დეზირისგან.

ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები