რუსეთი ოკუპანტია – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბეთ რუდმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავს ყვავილებით პატივი მიაგო.

დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდნენ პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის სხვა წევრები.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, 30 ათასამდე ჩვენი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა.

ნინი ჩუბინიძე
ავტორი

მსგავსი თემები