LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საწევროს გადახდაზე უარს ამბობს

saparlam.

რუსეთმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საწევრო გადასახადის ჩარიცხვაზე უარი განაცხადა. რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე სპიკერი, პეტრ ტოლსტოი განმარტავს, რომ მოსკოვი საწევრო გადასახადს არ ჩარიცხავს, რადგან რუსეთი 2019 წელს ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეაში მუშაობას ვერ შეძლებს.

„რუსეთი არ იყიდის ბილეთს იმ კინოსეანსზე, რომელსაც თავად არ დაესწრება,“ – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდ გრუშკო ამბობს, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა იმ ნაბიჯებით, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის დასაბრუნებლად გადაიდგა.

მანამდე, ჟენევაში რუსეთის ხელისუფლებისა და ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ხელმძღვანელების დახურული კონსულტაციები გაიმართა. თუმცა, როგორც მოსკოვში განმარტეს, მოლაპარაკებების შედეგები მათთვის არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი.

რუსეთის დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები