LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი აშშ-ს რუსოფობიაში ადანაშაულებს

116
AAGRDsF

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები ვაშინგტონის მიერ, რუსოფობიის ახალი ტალღაა, – შტატებში რუსეთის საელჩოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუწესა.

„აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სპირალის შექმნის მოწმეები კიდევ ერთხელ გავხდით. ეს რუსოფობიის კიდევ ერთი ტალღაა“, – წერს რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

„გვსურს, ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში შევახსენოთ, რომ ასეთ საკითხებზე სანქციების დაწესების უფლება მხოლოდ გაეროს აქვს. ამისთვის სერიოზული საფუძველია საჭირო. აშშ-ის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა“, – წერს რუსეთის საელჩო.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ რუსულ კომპანიას ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან მიმართებაში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები