LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები რასისტ გულშემატკივრებს ჯარიმის გადახდას აიძულებენ

80

რუსეთის საფეხბურთო კავშირი რასიზმში გამოჭერილ გულშემატკივრებს აიძულებს ფიფას ჯარიმა გადაიხადონ.

საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ალეკსანდრ ალაევი სიტყვით გამოვიდა და განმარტა, რომ:

„საფეხბურთო კავშირი ყოველთვის გამოდიოდა ნებისმიერი დისკრიმინაციის წინააღმდეგ და გასულ წელს გაწეული სამუშაო ამის მტკიცებულებაა.
ის რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც თავს შეურაცხმყოფელი შეძახილების უფლება მისცეს, მყისიერად დაადგინეს სამართალდამცავებმა.

ჩვენ ჯარიმას რა თქმა უნდა გადავიხდით, მაგრამ თავის მხრივ ამ თანხებს მათგან ამოვიღებთ, ვინც მომხდარში რეალურად დამნაშავეა. სტადიონზე მიმსვლელებმა პერსონალური პასუხისმგებლობა უნდა გაითავისონ“, – თქვა ალაევმა.

 

ფიფამ რუსეთის საფეხბურთო კავშირი 25 ათასი ევროთი დააჯარიმა პოლ პოგბასა და უსმან დემბელეს მისამართით რასისტული შეძახილების გამო. ინციდენტი 27 მარტს სანკტ-პერეტბურგში რუსეთ-საფრანგეთის მატჩზე მოხდა.
შვიდი გულშემატკივარი დააკავეს. ექვს სასჯელი ემუქრება, მეშვიდეს მონაწილეობა არ დასტურდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები