LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები პრობლემებს ქმნიან: უეფა გადაწყვეტილებაზე ფიქრობს

106

უეფა რუს გულშემატკივრებს ადანაშაულებს.
ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით ყველაზე მეტ პრობლემებს რუსი გულშემატკივრები ქმნიან. ცნობილია, რომ მათ მარსელში ინგლისელ ხულიგნებთან რამდენიმედღიანი მასობრივი ჩხუბი მოაწყვეს.
ფანების დაპირისპირების გამო უეფამ დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო. რუსებს არეულობაში, რასისტულ ქმედებებსა და პიროტექნიკის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
უეფა რუსეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამშაბათს მიიღებს.
ისიც ითქვა, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა რუსეთისა და ინგლისის ნაკრებები საერთოდ მოკვეთონ გათამაშებიდან.
მარსელში რუსეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის შემდეგ 30-მდე რუსი გულშემატკივარი მეტოქის გუნდის მხარდამჭერებს თავს დაესხა. არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. ინგლისელი ქომაგები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციას გულშემატკივრების დასაშლელად ორჯერ მოუწია ცრემლსადენი გაზის გამოყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები