LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები იტალიელების მადლობას 200 ევროდ ყიდულობენ

107
დახ

იტალიელებს რუსებისთვის მადლობის გადახდისთვის 200 ევროს სთავაზობენ. ის, ვინც რუსების შეთავაზებას დათანხმდება, ვიდეომიმართვა უნდა ჩაწეროს, სადაც რუსეთსა და პუტინს კორონავირუსითან ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას გადაუხდის. ამის შესახებ იტალიური გამოცემა  La Republica  წერს.

La Republica წერს, რომ საჭიროა 15 იტალიელი, რომელიც ვიდეოში იტყვის რაიმე დადებითს რუსულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

“მადლიერების გამომხატველი ვიდეოების” გამოქვეყნება შეიძლება Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე.  

თუ იტალიელები მადლობას ტექსტური ფორმატით გადაიხდიან, ანაზღაურება უფრო ნაკლები იქნება. გამოცემა დაუკავშირდა ერთ-ერთ იტალიელს, რომელმაც Tik-Tok-ზე მადლიერების გამომხატველი ვიდეო გამოაქვეყნა. რესპონდენტის თქმით, მსგავსი, ოღონდ უფრო პატარა ვიდეოს სანაცვლოდ, მისმა მეგობარმა 20 ევრო მიიღო.

გამოცემა იტალიაში რუსეთის საელჩოსაც ესაუბრა. სადაც აცხადებენ, რომ ყოველდღიურად მადლიერი იტალიელი მოქალაქეების ასობით სატელეფონო ზარს პასუხობენ.

ანაზღაურებად მადლობაზე კი საელჩოში არაფერი იციან და გავრცელებულ ინფორმაციას თაღლითების მიერ მოწყობილი პროვოკაციას უწოდებენ.

იტალიელმა ჟურნალისტებმა რუსეთი უსარგებლო ჰუმანიტარულ დახმარებაში დაადანაშაულეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები