LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში 10 ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა: ყველა მათგანის დედა ჯანმრთელია

103
45

რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარას ერთ-ერთ სამშობიაროში 10 ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ბავშვების დედებს ტესტი ჩაუტარდათ და ყველა მათგანი ჯანმრთელია.

2-4 აპრილს ცხრა დაინფიცირებული ახალშობილი დედასთან ერთად საავადმყოფოდან გაწერეს. ერთი პაციენტი სამშობიაროში რჩება.

ბავშვები სავადაუდოდ კლინიკის სამედიცინო პერსონალისგან დაინფიცირდნენ.

რუმინეთის ჯანდაცვის მინისტრმა ნელუ ტატარუმ გასცა ბრძანება, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჩაეტარებინათ.

6 აპრილს რუმინეთის პრეზიდენტ იონ ილიესკუს გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 30 დღით გახანგრძლივდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები