LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ რთულ პერიოდში საქართველო თურქეთის მოსახლეობის გვერდით დგას – პრეზიდენტი

157
48963761-3773924652625017-5932423345671766016-n

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქეთში მომხდარ მიწისძვრას ტვიტერში ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„მიწისძვრა, რომელიც თურქეთში მოხდა საშინელი ტრაგედიაა. საქართველო თურქეთის მოსახლეობის გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ სიმტკიცეს ადგილზე მომუშავე მაშველებს”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

2 წლის გოგონა, რომელიც 24 საათის მანძილზე ნანგრევებში იყო მოყოლილი მაშველებმა გადაარჩინეს

25 იანვარს, ნანგრევებიდან, დღის განმავლობაში მაშველებმა 43 ადამიანი ამოიყვანეს.

6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საღამოს საათებში ელაზიგის პროვინციაში მოხდა, რომელიც ანკარასთან 550 კილომეტრში მდებარეობს.

24 იანვარს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში ბიძგები 25 იანვარს განმეორდა. მიწისძვრა 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და მისი ეპიცენტრი კვლავ ქალაქ სივრიჯესთან დაფიქსირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები