LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rothschild & Co-მ საქართელოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

70
მთავრობა

პრემიერ-მინისტრმა და კომპანია Rothschild & Co-ს მმართველმა დირექტორმა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე ისაუბრეს – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფის Rothschild & Co-ს დელეგაცია ეწვია, რომელმაც ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საქართველოს მთავრობასა და Rothschild & Co-ს შორის ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მოეწერა.

მათივე ინფორმაციით, დელეგაციას, რომელსაც კომპანიის მმართველი დირექტორი, არიელ მალარდ დე როტშილდი ხელმძღვანელობს, მთავრობის მეთაური დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას.
აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად წარიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო თბილისსა და გონიოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონების შექმნას.

როგორც პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია, რომ ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

„პრემიერ-მინისტრმა Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, რათა სტრატეგიაზე მუშაობა მაქსიმალურად ეფექტურად წარიმართოს და მოკლე ვადებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები საქართველოში უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვისა და საერთაშორისო ფინანსური კომპანიების შემოსვლის მიმართულებით,“- ნათქვამია მთვრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ს წარმომადგენლები პიერ ადელინი და ელა ტრედი, კომპანია KAISER PARTNER-ის აღმასრულებელი დირექტორი შტეფან ლინიგერი და კომპანიის წარმომადგენელი მარკ გოსმანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები