ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) “იუვენტუსის” თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს გადასცა ჯილდო World’s Best International Top Goal Scorer.

ეს პრიზი გადაეცემა კალენდარული წლის განმავლობაში ნაკრებსა და კლუბში საერთაშორისო შეჯიბრებების საუკეთესო ბომბარდირს. 2019 წელს რონალდომ ჯამში 21 გოლი მოაგროვა: 14 – ნაკრებში და 7 – ჩემპიონთა ლიგაზე.

პორტუგალიელს ჯილდო ახლაღა გადასცეს.

ფორვარდმა ჯილდოიანი ფოტო ინსტაგრამზე გამოფინა.

კრიშტიანო IFFHS-ის პრიზის 5-გზის მფლობელია.
ადრე მოუგია 2013, 2014, 2016 და 2017 წლებში.

მსგავსი თემები