LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდინიოს კორონავირუსი დაუდასტურდა

104
კჯლკჯ

ბრაზილიელ ვარსკვლავს რონალდინიოს კორონავირუსი დაუდგინდა.

მე ჩავატარე ტესტი COVID-ზე. კარგად ვარ. ვირუსი უსიმპტომოა. მალე ჩვენ ერთად ვიქნებით და ისევ ჩაგეხუტებით“, – დაწერა რონალდინიომ ინსტაგრამზე.

ფეხბურთელი ბელო ჰორიზონტეს საავადმყოფოში იზოლაციაში იმყოფება და ამბობს, რომ სრულად გამოჯანმრთელებამდე იქ დარჩება.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით 156 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

გაგახსენებთ, რომ რონალდინიო მაგარ შარში გაეხვია მარტში. მას და მის ძმას რობერტო დე ასის მორეირას ასუნსიონის აეროპორტში (პარაგვაი)  ყალბი პასპორტები აღმოუჩინეს. პარაგვაის გენერალურმა პროკურორმა ლეგენდარული ბრაზილიელის დაკავების ორდერი გასცა. რონალდინიო და მისი ძმა თავდაპირველად გაათავისუფლეს, მაგრამ მოგვიანებით სასამართლომ, გამოძიების დასრულებამდე, მათთვის 6-თვიანი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. დიდი გარცევების შემდეგ ბრაზილიელს სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს.

რონალდინიომ ფეხბურთელის კარიერა 2015 წელს დაასრულა და მას შემდეგ საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა.

რონალდინიო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონია. 2005 წელს “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა, 2004 და 2005 წლებში კი ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

რონალდინიო ევროპაში პსჟ-ში, “ბარსელონასა” და “მილანში” თამაშობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები