LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდინიო – საბრძოლო ხელოვნებათა ექსპერტი

94

FIFA-ს ვერსიით მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელი რონალდინიო, ერთ-ერთ ჰოლივუდურ ფილმში საბრძოლო ხელოვნებათა ექსპერტის როლს შესარულებს.

რამდენიმე თვეში ეკრანებზე გამოვა 1989 წელს გადაღებული ცნობილი ფილმის „კიკბოქსიორის“ ერთგვარი გაგრძელება, რომელშიც რონალდინიოს კინოგმირს რონალდო ჰქვია.

ისევე როგორც 27 წლის წინანდელ ფილმში, ამჯერად მთავარ როლში იქნება ცნობილი ბელგიელი კარატისტი, კიკბოქსიორი და მსახიობი ჟან-კლოდ ვან დამი.

ფილმის პროდიუსერ რიკ ჰიკმანის განცხადებით, სოციალურ ქსელებში რონალდინიოს 66 მილიონი თაყვანისმცემლი ჰყავს, გარდა ამისა ის ძალზედ ნიჭიერი და ქარიზმატული პიროვნებაა. შესაბამისად ფილმში ერთ-ერთ საინტერესო როლზე მის მიწვევას ჰიკმანი, სხვა თუ არაფერი, შესანიშნავ მარკეტინგული სვლად მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები