LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის შუაგულში პოლიციელმა უთხრა კაცს, წადი სახლშიო და მან უპასუხა, ქუჩაში ვცხოვრობო. ამ კრიზისის დროს ღარიბები უნდა დავინახოთ – რომის პაპი

133
Capture

“ეს ის მომენტია, როდესაც ღარიბები უნდა დავინახოთ. უფალმა თქვა, ის, ვინც ღარიბებს მუდამ დაეხმარება, მართალი იქნება”, – ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა.

ამერიკულ გამოცემა The Tablet-თან, მან კორონავირუსის გამო მსოფლიოში შექმნილ რეალობაზე ისაუბრისა. მისი თქმით, ეს კრიზისი ერთობის და თანადგომის მიზეზი უნდა გახდეს. პაპმა აღნიშნა, რომ მნიშნელოვანია ყველა იმ ღარიბ ადამიანს დავემხაროთ, რომელთაც აქამდე თითქოს ვერც ვამჩნევდით.

მეცნიერები კორონავირუსის წამლის და ვაქცინის შესაქმნელად სუპერკომპიუტერებს იყენებენ

“ჩვენ პასუხი არ გავეცით იმ კატასტროფებზე, რომელიც მოხდა. ვინმე საუბრობს ავსტრალიის ხანძარზე? ვინმეს ახსოვს, რომ ნავმა შესაძლოა ჩრდილოეთ პოლუსი გადალახოს, რადგან იქ ყინული დნება? ვინ საუბრობს ახლა წყალდიდობებზე? არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია. ეს კრიზისი ჩვენ ყველას შეგვეხო, მდიდრებსა და ღარიბებს. ჩვენ ან ვიქნებით თანმიმდევრული ჩვენს მრწამსში, ან ყველაფერს დავკარგავთ. ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ. უფალმა თქვა, ის, ვინც ღარიბებს მუდამ დაეხმარება, ის მართალ იქნება. ისინი ჩვენი რეალობის ნაწილნი არიან და ამას ვერ უარვყოფთ. მაგრამ, ღარიბებს თითქოს ვერ ვხედავთ. იცით, ახლახანს რომის შუაგულში პოლიციელმა უთხრა კაცს, აქ რატომ ხარ, წადი სახლში და მან უპასუხა, მე სახლი არ მაქვს, ქუჩაში ვცხოვრობ… ღარიბთა დანახვა ნიშნავს, რომ მათი ადამიანური ცხოვრება აღადგინო. ისინი ნივთები არ არიან, ისინი ნაგავი არ არიან, ისინი ადამიანები არიან. ჩვენ მათ ხშირად ისე ვექცევით, როგორც გადარჩენილ ცხოველებს. არ შეიძლება მარტო ნაწილობრივი კეთილდღეობის პოლიტიკა გქონდეს. ახლა სწორედ ის დროა, რომ მათთვის მიწის ქვეშ ჩახვიდე”, – ამბობს რომის პაპი.

რას აპირებს ევროპა: როდის შევძლებთ ძველებურად მოგზაურობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები