LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი პუტინს შეხვდება

85
1559813408-პუტინ5

რომის პაპი ფრანცისკე 4 ივლისს ვატიკანში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ამის შესახებ ვატიკანის პრესსპიკერმა ალესანდრო ჯიზოტიმ განაცხადა.

მედიასაშუალების ცნობით, მანამდე იტალიაში პუტინის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კრემლშიც დაადასტურეს, თუმცა ვიზიტის თარიღები და დეტალები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია. ეს რომის პაპის ფრანცისკესა და ვლადიმირ პუტინის რიგით მესამე შეხვედრა იქნება.

უკანასკნელად კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა რუსეთის ლიდერი 2015 წელს მიიღო. მაშინ რომის პაპმა უკრაინის კონფლიქტის ყველა მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდა. პირველი შეხვედრა კი 2013 წელს შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები