LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ხშირად მდიდარი ადამიანები – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

165

2 ოქტომბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია სოფიო ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნების პროფორიენტაციასა და ფინანსური წარმატების მოპოვების ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მოწოდებული ინფორმაცია მხოლოდ ნაწილია მოცულობითი ინფორმაციისა, რადგან ფინანსური წარმატების შანსები პირველ რიგში ადამიანის პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული.

ვერძი – მოუთმენელი ვერძი ყველაზე სულსწრაფი ზოდიაქოს ნიშანია. ხუმრობაც კი არსებობს – „ვერძს ყველაფერი დღეს კი არა, გუშინ უნდა“. დამოუკიდებელი ვერძი დაბადებიდანვე მებრძოლი, ლიდერი და პიონერია, რომელსაც მოსწონს სიახლეები და ძალიან არ უყვარს გაკვალული გზით სიარული. ვერძთა უმეტესობა ყოველთვის საკუთარი საქმის დაწყებას ცდილობს, რადგან ძალიან უჭირს ქვეშევრდომის როლში ყოფნა. განსაკუთრებულ წარმატებას ზოდიაქოს ეს ნიშანი სპორტში, შოუბიზნესსა და პიარ-მარკეტინგში აღწევს, რადგან ნაკლებად მორცხვსა და მორიდებულს ყოველთვის სჯერა საკუთარი თავის და შესაძლებლობების, მით უფრო, რომ უსაზღვროდ ენერგიული ხშირად რამდენიმე საქმესაც ეჭიდება ერთდროულად. უსაშველოდ მფლანგველი ვერძი ყოველთვის სპონტანურად ხარჯავს ფულს და მართალია, არასდროს აქვს დანაზოგი, მაგრამ არც ფინანსურ პრობლემები ექმნება, რადგან ყოველთვის დარწმუნებულია, რომ მომავალი ბევრად უკეთესი იქნება და ფულიც თითქოს თვითონ პოულობენ იღბლიან ვერძს.

კურო – ძალიან მშრომელ და წინდახედულ კუროს, რომლისთვისაც მთავარი პროგნოზირებადი მომავალია, ძალიან უყვარს ფულის დაზოგვა, შეგროვება და ყოველთვის სტაბილური საშუალო შემოსავალი ურჩევნია მსხვილ, თუმცა სარისკო მოგებას და გასაკვირი არაა, რომ საქმიანობის სფეროდაც აუცილებლად ნაკლებად სარისკო საქმიანობას, მაგალითად საბანკო-საფინანსო სფეროს ირჩევს. სხვათაშორის, ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან მოსწონს ფერმერობა და მიწაზე მუშაობა. ამასთანავე, ყოველთვის კარგი დიზაინერი და კოსმეტოლოგია.

(ვრცლად)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები