LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ყვავილები არ გააჩეროთ სახლში (ფოტო)

4890
post-1021-39763

ყველას, ვისაც უყვარს მცენარეები და მათი მოვლა, სპეციალისტების რჩევით უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა ქოთნის ყვავილის სახლში გაჩერება არ შეიძლება, რადგანაც ზოგიერთი ტოქსიკურ აირს გამოყოფს.

ჯანმრთელობისთვის 10 ყველაზე საშიში მცენარე

დიფენბახია –  მისი წვენი და ის დამწვრობას იწვევს. უნდა მოარიდოთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს.

აზალია – მისი ფოთოლიც და ღეროც შხამიანია და შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, გულის მუშაობის დარღვევა. მისი საძინებელში გაჩერება არ შეიძლება.

პუანსეტა – ბეთლემის ვარსკვლავი. უნდა მოერიდოთ მის შხამიან წვენს. აგრეთვე საშიშია მათთვის, ვისაც ლატექსზე ალერგია აქვს.

მონსტერა – ეს მცენარე შხამს არ შეიცავს, თუმცა საშიშია მისი მიკროსკოპული ნემსები, რომლებიც ფოთლებში მდებარეობს.

სპარსული ციკლამენი – ალპური ია, რომლის შხამს შეუძლია ადამიანს მხედველობა დააკარგვინოს.

ტრიქოცერეუსი – სამხრეთ-ამერიკული კაქტუსის სახეობის შხამი ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს, იწვევს ჰალუცინაციებს, გაბუჟებას.

კლივია – შხამიანი მცენარეა. სპეციალისტები გვირჩევენ მოვარიდოთ ბავშვებსაც და შინაურ ცხოველებსაც.

ბროვალია -მისი ქვენი ინტოქსიკაციას იწვევს.

მოლოჩაი –  შეიძლება სამკურნალოდაც იქნეს გამოყენებული და დამღუპველადაც. იწვევს ძლიერ ინტოქსიკაციას.

ლამერა – ეს აფრიკული მცენარე ძალიან საშიშია. ის შეიცავს უამრავ ტოქსიკურ ნივთიერებას. ალერგია უმნიშვნელოა, რაც მას შეუძლია გამოიწვიოს და ყველაზე საშიში რეაქციაა – გულის გაჩერება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები