LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ცნობილი ქართველები დაესწრნენ „ბალენსიაგას“ ჩვენებას

1841
demna-show

29 სექტემბერს პარიზში „ბალენსიაგას“ ჩვენება გაიმართა. ამ ჩვენების მიმართ განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოხატა მედიამ, რადგან ეს არის „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას პირველი ჩვენება მას შემდეგ, რაც მან საკუთარი ბრენდი„ ვეტმანი“ დატოვა, თუმცა მედიის წარმომადგენლებს ჩვენების შემდეგ ქართული წარმოშობის დიზაინერი არ შეხვედრია და საკუთარი კომენტარი მეილით გაუგზავნა. როგორც ჩანს, მას ზედმეტი შეკითხვებისთვის თავის არიდება სურდა და გარდა ამისა, მხოლოდ „ბალენსიაგასთვის“ შექმნილ ახალ ნამუშევრებზე სურდა ყურადღების კონცენტრირება.

ჩვენებას უამრავ მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად, მხოლოდ სამი ქართველი ცნობილი სახე დაესწრო. ჟურნალ „ნარგისის“ რედაქტორი და თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი, თაკო ჩხეიძე, მოდელი ლიკა კვარაცხელია და დიზაინერი ნინი ზარქუა. მათ სოციალურ ქსელში დემნა გვასალიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები