LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სერიალს ვუყუროთ? – ოქტომბრის პრემიერები

281
filmebi

ოქტომბერში სერიალების მოყვარულები ნამდვილად არ მოიწყენენ, რადგან მათ სხვადასხვა ჟანრის  არაერთი საინტერესო სერიალის პრემიერა ელით. ვნახოთ, რა სერიალებს უნდა ველოდოთ ამ თვეში…

რომელ სერიალს ვუყუროთ? – ოქტომბრის პრემიერები

“მოჩვენებები” / Ghosts

არხი: CBS

პრემიერა: 7 ოქტომბერი

2019 წლის ამავე სახელწოდების ბრიტანული სერიალის ამერიკული რიმეიქი ახალგაზრდა წყვილის, სამანტას და ჯეის შესახებ, რომლებიც მემკვიდრეობით იღებენ მშვენიერ სასახლეს ნიუ-იორკის მახლობლად. უზარმაზარი, მაგრამ ნახევრად დანგრეული სახლი რემონტს საჭიროებს, თუმცა წყვილი უარს ამბობს მის გაყიდვაზე და გადაწყვეტს მასში საოჯახო სასტუმროს გახსნას. როგორც კი გმირები რეკონსტრუქციას წამოიწყებენ, სახლში უცნაური მოვლენები იწყება. სახლში მცხოვრებ მოჩვენებებს სასტუმროს გახსნის იდეა სულაც არ მოსწონთ და ისინი სამანტას და ჯეის შეშინებას გადაწყვეტენ…

“დოპინგით დაავადებულნი” / Dopesick

არხი: hulu

პრემიერის თარიღი: 13 ოქტომბერი

ბეთ მეისის ბესტსელერზე დაფუძნებული დრამატული მინისერიალი მსხვილი კორპორაციების მიერ გამოწვეულ ნარკო-ეპიდემიაზე მოგვითხრობს, რომლებიც უკან არაფერზე დაიხევენ არც საკუთარი ინტერესების დასაცავად და არც იმისათვის, რომ დაუსჯელნი დარჩნენ.

დამნაშავე / Guilty Party

არხი: Paramount+

პრემიერის თარიღი: 14 ოქტომბერი

დისკრედიტირებული ჟურნალისტი ბეთ ბეიკერი უიმედოდ ცდილობს გადაარჩინოს თავისი კარიერა, რომელიც ახალგაზრდა დედის საქმის საკუთარ გამოძიებას გადაწყვეტს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ქმრის დასახიჩრებისა და მკვლელობისთვის, რომლებიც მისი თქმით, მას არ ჩაუდენია. სიმართლის გარკვევის მცდელობა ბეიკერისთვის ოჯახურ პრობლემებს, ბანდიტებთან დაპირისპირებას და საკუთარი წარსულის საიდუმლოებებთან შეჯახებას გამოიწვევს. სერიალში მთავარ როლს ქეით ბეკინსეილი ასრულებს.

“მე ვიცი, რა ჩაიდინეთ წინა ზაფხულში” / I Know What You Did Last Summer

არხი: Amazon Prime

პრემიერის თარიღი: 15 ოქტომბერი

ამავე სახელწოდების საკულტო ნოველის მოტივებზე დაფუძნებული საშინელებათა სერიალი, რომელშიც მოვლენები ვითარდება ერთი წლის შემდეგ საბედისწერო ავტოავარიიდან, რომელიც სკოლის გამოსაშვებ საღამოზე მოზარდების ჯგუფს შეემთხვა. ისინი შემთხვევით მამაკაცის სიკვდილის მიზეზი გახდნენ. ახალგაზრდა გმირები დანაშაულის დამალვას გადაწყვეტენ, მაგრამ ერთი წლის შემდეგ უცნობი სერიული მკვლელი იწყებს მათზე ნადირობას. სასტიკი მკვლელის ვინაობის დადგენისას ბნელი საიდუმლოთი დაკავშირებული მოზარდები მათი ერთი შეხედვით იდეალური ქალაქის – და საკუთარი თავის ბნელ მხარეს ავლენენ.

“შემოჭრა” / Invasion

არხი: Apple TV+

პრემიერის თარიღი: 22 ოქტომბერი

ჰერბერტ უელსის რომანის “სამყაროთა ომების” მოტივებზე დაფუძნებული სამეცნიერო ფანტასტიკური სერიალი, რომელშიც მოვლენები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ხუთი ჩვეულებრივი ადამიანია, რომლებიც მთელი ძალებით ცდილობენ მათ გარშემო შექმნილ ქაოსში გადარჩნენ მას შემდეგ, რაც დედამიწას მტრულად განწყობილი უცხოპლანეტელები ესტუმრებიან, რომელიც საფრთხეს უქმნიან კაცობრიობის არსებობას…


4400

არხი: CW

პრემიერის თარიღი: 25 ოქტომბერი

2004-2007 წლების სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალის კიდევ ერთი ვერსია 4400 ადამიანის შესახებ, რომლებიც გასული ასი წლის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ იმ დღემდე, სანამ ყველა მათგანი ერთად არ გამოჩნდა. ისინი ისევ ისეთები არიან, როგორც გაუჩინარების დღეს და არ ახსოვთ, რა გადახდათ თავს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები