LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ სერიალს ვუყუროთ? – მარტის პრემიერები

216
1

ყოველი ახალი თვის დასაწყისი სერიალების მოყვარულებისათვის ერთგვარი სასიამოვნო მოლოდინის ხანაა, თვის საინტერესო პრემიერებამდე ხომ სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ვნახოთ რას გვთავაზობენ მარტში სერიალომანებს „ნეტფლიქსი“, „ეიჩ ბი ოუ“ და სხვა მსხვილი კომპანიები…

„დებრისი“ / Debris

პრემიერის თარიღი: 1 მარტი

არხი: NBC

ახალი საი-ფაი დრამა ორი აგენტის შესახებ, რომლებიც სხვადასხვა კონტიტენტიდან არიან. თუმცა მათი მისია საერთოა – გამოიკვლიონ სუბსტანცია, რომელიც დედამიწაზე უცხოპლანეტელების ხომალდის განადგურების შემდეგ მოხვდა…


ბომბეის დედოფლები“ / Bombay Begums

პრემიერის თარიღი: 8 მარტი

არხი: Netflix

ინდური პროექტი ბომბეიში მცხოვრები ხუთი სრულიად განსხვავებული ქალის შესახებ მოგვითხრობს. რანი, ლილი, შაი, ფატიმა და აიშა სხვადასხვა ასაკის, სოციალური სტატუსის და პროფესიის ქალბატონები არიან, თუმცა ყველა მათგანი იბრძვის უკეთესი მომავლისათვის ოცნებების ქალაქში…


„დილერი“ / Dealer

პრემიერის თარიღი: 8 მარტი

არხი:         Netflix

ფრანგული კრიმინალური დრამა 2017 წლის ამავე სახელწოდების ფილმს ეფუძნება. ფრენკი, რომელიც მუსიკალურ კლიპებს იღებს, მორიგი კლიპის გადასაღებად კამერით იპარება ერთ-ერთ კრიმინალურ უბანში, რომელსაც ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ბანდები აკონტროლებენ…


„თაობა“ / Generation

პრემიერის თარიღი: 11 მარტი

არხი:         HBO Max

კიდევ ერთი სერიალი თინეიჯერებზე და თინეიჯერებისათვის. „თაობა“ მოგვითხრობს უფროსკლასელების ჯგუფზე, რომლებიც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას და საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობენ. თუმცა ამ პროცესში ცხოვრება მათ ერთგვარ გამოცდას უწყობს და შესაძლოა თინეიჯერების წარმოდგენები სიყვარულზე, სექსსა და ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე სრულიად შეიცვალოს…

„ის ერთადერთი“ /The One

პრემიერის თარიღი: 12 მარტი

არხი:         Netflix

სიყვარული, პაემნები და ურთიერთობები აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო… ამის მიზეზი კი დნმ-ის მკვლევარის სენსაციური აღმოჩენაა, რომელიც ამტკიცებს, რომ „იმ ერთადერთი“ პარტნიორის პოვნის გზას მიაგნო. მისი აღმოჩენის წყალობით, რომელიც გარკვეულ გენეტიკურ გათვლებზეა დაფუძნებული, ადამიანებს იდეალური პარტნიორის პოვნა შეეძლებათ…

„შევარდენი და ზამთრის ჯარისკაცი“ / The Falcon and the Winter Soldier       

პრემიერის თარიღი: 19 მარტი

არხი:         Disney+

„ვანდავიჟენის“ შემდეგ „დისნეი“ Marvel-ის კინოსამყაროს შესახებ კიდევ ერთ სერიალს გამოუშვებს, რომელიც ორი გმირისა და „კაპიტან ამერიკას“ საუკეთესო მეგობრების, შავარდენის და ზამთრის ჯარისკაცის ცხოვრებისა და ერთობლივი თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს…

მოვლენები 2019 წლის ფილმის, „შურისმაძიებლები:თამაშის დასასრულის“ შემდეგ  ვითარდება. სემ უილსონი ცდილობს თავი გაართვას მისიას, რომელიც მას ფარის გადაცემით სტივ როჯერსმა დააკისრა, ბაკი ბარნსის მთავარი მოტივაცია კი ახალ სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნაა…

„წითელი ზეცა“ /       Sky Rojo    

პრემიერის თარიღი: 19 მარტი

არხი:         Netflix

ესპანურენოვანი პროექტი „ქაღალდის სახლის“ შემქმნელებისაგან პროსტიტუციის სამყაროს მწვავე რეალობის და მასში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომის შესახებ მოგვითხრობს. სამი ახალგაზრდა მეძავი: კორალი, ვენდი და ჯინა ბორდელიდან გარბიან და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ, თუმცა მათზე ნადირობა ცხადდება. დანაშაულებრივი სამყაროსაგან თავის დაღწევა ხომ არც ისე ადვილია, მით უმეტეს მაშინ, როცა მსხვერპლი ხარ…

 „ვინ მოკლა სარა“? Who Killed Sara?

პრემიერის თარიღი: 24 მარტი

არხი: Netflix

მექსიკური კრიმინალური დრამა ალექსზე – მამაკაცზე, რომელიც თავისი დის, სარას მკვლელობისათვის ციხეში 18 წელი იჯდა. გათავისუფლების შემდეგ ალექსს ერთადერთი მიზანი აქვს -იპოვოს სარას ნამდვილი მკვლელი და შური იძიოს ოჯახზე, რომლის წყალობითაც იგი დის მკვლელობაში დაადანაშაულეს…

„უცნაურები“ / The Irregulars

პრემიერის თარიღი: 26 მარტი

არხი: Netflix

“ნეტფლიქსის“ ახალ შოუში მოვლენები ვიქტორიანულ ლონდონში ვითარდება. სერიალიმოგვითხრობს მოზარდებისგან შემდგარ ქუჩის ბანდაზე, რომელიც საქმეების გამოძიებაში გარკვეულ დახმარებას უწევს ლეგენდარულ შერლოკ ჰოლმსს და მის თანაშემწეს, დოქტრ უოტსონს.  მას შემდეგ, რაც ქალაქში საზარელი დანაშაულების სერია იწყება, რომლებსაც  ზებუნებრივი ელფერი დაჰკრავს, ახალგაზრდა გმირები ხვდებიან, რომ ამ ყველაფერს თვითონ, შერლოკ ჰოლმსის გარეშე უნდა გაუმკლავდნენ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები