LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომელ საათზეც არ უნდა გამოვიდე ან სკოლის საცობია, ან წყალდიდობაა და მილებს ჩიჩქნიან…”

240
54516449-10157075363797748-478707232221954048-o

მომღერალი ქრისტინე იმედაძე მერიას ბაგებში არსებულ პრობლემაზე საჯაროდ სწერს. როგორც ის ამბობს, ბაგებში გზაზე მუდმივად პრობლემაა – ან საცობი, ან წყალდიდობა.

ამის გამო, მომღერალი მერიას სთხოვს, მოვლითი გადასასვლელი მოაწყოს, რომლითაც ბაგები ჯიქიას ქუჩას უკავშირდება.

“ბაგებში (ექსპერტიზის ასახვევთან) დილით რომელ საათზეც არ უნდა გამოვიდე ან სკოლის საცობია, ან წყალდიდობაა და მილებს ჩიჩქნიან (ზოგჯერ წყალდიდობის გარეშეც ჩიჩქნიან დაუმთავრებელი მშენებლობებიც ამ ტერიტორიაზე ალბათ არის მიზეზი რის გამოც წყალიც არასდროს არ მაქვს) ან გასვენებაა ან აღდგომაა, ან ან ან …

ძვირფასო მერიავ აი მოვლითი გადასასვლელის მაგვარი სავალი რომ არის ნუცუბიძეს რომ უკავშირდება თუ ქავთარაძეს თუ ჯიქიას თუ რაც არის … ცოტა “ცემენტი” რომ მოგრჩებათ ჭავჭავაძის გათხრებიდან ან აეროპორტის გზის ან საიდანმე, მოგვისხით ლამაზად რა,” – წერს ქრისტინე იმედაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები