LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყნებში გვირჩევენ მოგზაურობას 2021 წელს – ბონ ვოიაჟი

165
BeFunky-collage (4)

ერთწლიანმა პანდემიის აფეთქებამ მოგზაურობა და უამრავი ადამიანის ეს საყვარელი აქტივობა საგრძნობლად შეაფერხა და გარკვეული პერიოდი შეაჩერა კიდეც. მიუხედავად ამისა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ნელ-ნელა ხელმისაწვდომი ხდება ვიზიტისა და დასვენებისთვის, რა თქმა უნდა გარკვეული რეგულაციებითა და წესების დაცვით.

პორტალი traveldaynews – 2021 წლისათვის სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულს აქვეყნებს და მოგზაურობის მოყვარულებს სწორედ იქ ვიზიტს ურჩევს.

ბონ ვოიაჟის ფარგლებში ამ ქვეყნების ჩამონათვალს გაგაცნობთ:

კანადა

პირველი ამ სიაშია კანადა მოხვდა, რომელიც პანდემიამდეც ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა ვიზიტორებისთვის. ვიზიტამდე კარგად გაეცანით რეგულაციებსა და წესებს,რომლის დაცვაც ქვეყანაში წასვლამდე და ჩასვლისას მოგიწევთ. სანახაობები კანადაში კი ნამდვილად ბევრია და არჩევანი გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ვანკუვერი, მონრეალივისლერინიაგარას ჩანჩქერი ონტარიაში – ეს ის მცირედი ჩამონათვალია ამ ქვეყანაში ვიზიტის დასაგეგმად და დაუვიწყარი დასვენებისთვის.

 კოსტარიკა

მომდევნო პოზიციას ჩამონათვალში კოსტა-რიკა იკავებს. ეს ლოკაცია ერთ-ერთი უსაფრთხოა 2021 წელს მოგზაურობისთვის, რადგან აქ უამრავი გარე აქტივობით შეგიძლიათ დაკავდეთ, და მრავალი რამ დაათვალიეროთ ამ საოცარი დანიშნულების ადგილას. ამ ფაქტორიდან გამომდინარე ვირუსის გავრცელების რისკებიც ნაკლებია, რადგან თითქმის ყველა საინტერესო რამ ღია სივრცეებში ხდება. ასევე კოსტა-რიკა ერთ-ერთი მოწინავეა ვირუსთან ბრძოლის პროტოკოლის მიხედვით. ასევე საზღვრები ტურისტებისთვის აქ უკვე გახსნილია. ერთი რამ, რაც არ უნდა გამოტოვოთ კოსტა-რიკაში ვიზიტისას გლემპინგისა და ქემფინგის მრავალფეროვანი და საოცარი შესაძლებლობაა. თუ პლაჟი გიყვართ, ეწვიეთ ნიკოიას ნახევარკუნძულს, სადაც სანაპიროზე გასართობიც  ბევრია. ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ გუანაკასტე, რომელიც ქვეყნის კიდევ ერთი ცნობილი სანაპიროა.

ხალი ზელანდია

ახალი ზელანდია კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც ითვლება ერთ-ერთ უსაფრთხო მიმართულებად 2021 წლის პანდემიის ფონზეც კი. ისინი საკმაოდ კარგად გაუმკლავდნენ პანდემიას, მხოლოდ მცირე რაოდენობის შემთხვევებით და ვირუსისგან თავისუფალი უამრავი თვით პანდემიის აფეთქების დროს. პანდემიამდეც კი, ახალი ზელანდია უსაფრთხო ადგილი იყო დასათვალიერებლად, რადგან ზოგადად მშვიდობიანი ქვეყანაა. როგორც წესი, იგი მოწინავე ადგილს იკავებს გამოკითხვებში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სამოგზაურო მიმართულებებს. უამრავ სანახაობათა შორის გამოირჩევა: ტეკაპოს ტბაკენტერბერის რეგიონში, ოკარიტო, უესტკოსტის რეგიონი, ტეანაუსაუთლენდის რეგიონში, გიზბორნი, ჩრდილოეთის კუნძული, აორაკის მთის ეროვნული პარკი და კუნძული კავაუოკლენდში.

ავსტრალია

ავსტრალია ერთ – ერთი უახლოესი ქვეყანაა ახალ ზელანდიასთან და ისევე როგორც მისი მეზობელი ქვეყანა,  ასევე მოწინავე ადგილს იკავებს გამოკითხულ რესპონდენტებში და უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შესული. დროულად გატარებული ზომები ვირუსთან ბრძოლისთვის,რეგულაციები და კანონმორჩილი ხალხი გახდა საფუძველი იმისა,რომ ქვეყანაში ვიზიტი ამ წელს ერთ-ერთ უსაფრთხოდ და მიმზიდველად ითვლება მსოფლიოში. ავსტრალიაში სანახაობას რა დალევს, განსაკუთრებით გამორჩეულია სიდნეი. მოინახულეთ ყველაზე ცნობილი Harbor და Cockatoo-ს კუნძული, ეწვიეთ ვენდის საიდუმლო ბაღს, შეხვდით მზის ჩასვლას ბონდის კუნძულზე და დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები ულამაზეს ღია ბარებსა და კაფეებში.

 საბერძნეთი

2021 წლის უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულს საბერძნეთი აგვირგვინებს. პანდემიის ფონზე, საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც საზღვრები გახსნა ტურისტებისთვის. დარწმუნებული იყავით, რომ თუ სათანადო პროტოკოლს გაითვალისწინებთ, თქვენი ვიზიტი უსაფრთხო და დაუვიწყარი გამოვა. სანტორინი,ათენი, კორინთის ყურე,კუნძული კრეტა,როდოსის კუნძული და მრავალი სხვა ქალაქი საბერძნეთს მრავალფეროვან და დაუვიწყარ ლოკაციად აქცევს ტურისტებისთვის. რომანტიკული დასვენებიდან საქმიან ვიზიტამდე აქ ყველა ტიპის კომფორტს იხილავთ და მოძებნით. ულამაზესი პლაჟები, ისტორიული არქიტექტურა და ნაგებობები, ბუნების საოცარი ნაზავი და ფერადი გარემო 2021 წელს კვლავ გამორჩეული ადგილი იქნება ვიზიტორებისთვის.

პოპულალურები