LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყნებში ცხოვრობენ ყველაზე თავხედი მძღოლები

199
samye-derzkie-voditeli-evropy-v-kakikh-stranakh-oni-zhivut

უკვე რამდენი წელია, რაც ყველაზე არადისციპლინირებულ და საშიშ მძღოლთა სიაში იტალიელები ლიდერობენ.
არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ყველაზე სწრაფი ავტომობილები იტალიური სპორტქარები არიან, იტალიელთა სისწრაფისკენ ლტლოლვაც ალბათ ამ ფაქტით აიხსნება.

პიცის სამშობლოს შემდეგ მეორე ადგილს არანაკლებ მზიანი საბერძნეთი იკავებს. მესამეს კი, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, პოლონეთი. ამ ქვეყნების წარმომადგენელ მძღოლებს ყურადღება ყველაზე მარტივად ეფანტებათ. ასევე ყველაზე აგრესიულები და არადისციპლინირებულები არიან.

მეორე მხრივ, ყველაზე წყნარ და ყურადღებიან მძღოლებად ესპანელები აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი მძღოლების 56% 25 წელზე უმცროსია, საგზაო მოძრაობის სხვა წევრებს ისინი ნაკლებად აწუხებენ. ამ ქვეყანაში ავტომობილის მართვის კულტურა მაღალ დონეზეა განვითარებული.

ყველაზე რადიკალური ცვლილება შვედმა მძღოლებმა განიცადეს. ზუსტად ერთ წელიწადში ყველაზე მეგობრული მძღოლები ყველაზე აგრესიულებად გადაიქცნენ. თუ რამ გამოიწვია ასეთი მეტამორფოზა გაურკვეველია.

დაბოლოს, ცუდი მძღოლების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი ფრანგები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები