LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ მარშრუტზე გადანაწილდა 40 ახალი ავტობუსი

255
BeFunky-collage (64)

თბილისის მერიის პრიორიტეტი 2020 წლისთვის ისევ სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელსაც, როგორც კახი კალაძე აცხადებს, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. თებერვლის თვეში მერიის მიერ დედაქალაქში შემოყვანილი 40 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარდგენა-პრეზენტაციის შემდეგ, განისაზღვრა მარშრუტები, სადაც იმოძრავებენ ახალი მწვანე ავტობუსები.

„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ამის პარალელურად ჩვენ ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას. ქუჩებზე, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ვახორციელებთ, ყველგან გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური ზოლები ავტობუსისთვის, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდეს. პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ მეტროს მიმართულებით. გვსურს, შემოვიყვანოთ ახალი მეტროს ვაგონები და მოვახდინოთ მეტროსადგურების სრული რეაბილიტაცია. ამ პროექტსაც თანმიმდევრულად განვახორციელებთ და როგორც აღვნიშნე, მთლიანად დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ მარშრუტს, ახალი ავტობუსები შემდეგნაირად გადანაწილდა:

N53 – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი;
N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ (წრიული);
N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);
N47 – თავისუფალი უნივერსიტეტი (ნუცუბიძის I მ/რ) – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ)
N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“;
N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“;
N29 – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა;
N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ);
N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“.

8-მეტრიანი ავტობუსების თბილისში შემოყვანა 40 ახალი ავტობუსით დასრულდა (ვიდეო)

თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტობუსები მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეისყიდეს. ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

“ახალი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც წიფი მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირების და ვენტილაციის სისტემები. გააჩნია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და USB-დამტენები”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეიძინა. მერის განმარტებით, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები