ისევე როგორც სხვა დღესასწაულებს, აღდგომასაც სხვადასხვა გემრიელი კერძით თუ ნუგბარით აღნიშნავენ.
საქართველოში ასეთ კერძებად ითვლება პასკა და წითელი კვერცხი– კვერცხი აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა. იგი სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, რომელსაც ვნების პარასკევს ღებავენ, ნიშნად ქრისტეს მიერ კაცობრიობის გამოსახსნელად დაღვრილი სისხლისა.

სხვადასხვა ქვეყანებში კი ამ დღესასწაულთან სხვა საკვები ასოცირდება:

დიდი ბრიტანეთი: ხილის ნამცხვარი (simnel cake)

სწორედ ამ ხილის ნამცხვარს მიირთმევენ აღდგომის დღეს დიდ ბრიტანეთში. ნამცხვარის ზედა ფენა მარციპანის ერთი ფენითაა დაფარული. ასევე, მარციპანის 12 ბურთულით აფორმებენ მის ზედაპირს. ეს ბურთულები მოციქულებს განასახიერებს.

 

რუსეთი: პაშკა

ხაჭოთი და ნაღებით დამზადებული გემრიელ დესერტ პაშკას მიირთმევენ როგორც პურთან, ისე ცალკე. დესერტი უმეტესად გაფორმებულია ხოლმე ასოებით, XB – რაც ნიშნავს “ქრისტე აღდგა”.

 

არგენტინა: პასკუალინის ღვეზელი (torta pascualina)

პასკუა ესპანურად აღდგმას ნიშნავს, ხოლო პასკუალინა “აღდგომის დროს”. მისი მომზადებისთვის საჭიროა ყველი (რიკოტა), კარგად მოხარშული კვერცხი, ისპანახი, “არიჩოკი” და ოხრახუში. ღვეზელი ხორცის გარეშე მზადდება და მასში ბევრ კვერცხს იყენებენ.

მექსიკა: კაპიროტადა

ეს ნამცხვარი ბაგუტის მსგავსი პურით, შაქრით, დარიჩინის ჯოხებით, კვერცხის სიროფით, თხილით, ჩირით და სხვადასხვა ტოპინგებით მზადდება.

ეს ნამცხვარი ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლოა. მასში დარიჩინის ჯოხები წარმოადგენს ჯვარს, პური ქრისტეს სხეულს, ხოლო ჩირი ლურსმნებს წარმოადგენს.

 

 

საფრანგეთი: ბატნკის ფეხი

საფრანგეთში ცხვირს ფეხის მოსამზადებლად განსაკუთრებული რეცეფტი აქვთ, რომელიც ცნობილია როგორც “le gigot d’agneau Pascal”. რეცეფტის სახელი რთული, მომზადება კი ადვილია. ხორცი (ბატკანი, რადგან მსხვერპლშეწირვის სიმბოლოა) უნდა შეზავდეს ნივრით, მწვანილებით (მათ შორის როზმარინით) და შეიწვას.

 

ფინეთი: მეამი

ამ კერძისთვის მზადებას ფინეთში, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. დესერტი მზადდება წყლით, მარილიანი ჭვავის ფქვილით, მოლაზით (ტკბილი სიროფი) და ცედრით. ამ დესერტს როგორც წესი, ცივ რძესთან ან კრემთან ერთად მიირთმევენ.

 

პოლონეთი: თეთრი ბორში

თეთრი ბორში იგივე ზურეკი, მხოლოდ აღდგომას არ მზადდება – ამ კერძს პოლონეთში ყველა დღესასწაულზე ამზადებენ. მისი მომზადებისთვის ფქვილი, ძეხვი და მოხარშული კვერცხია საჭირო სხვადასხვა სუნელებთან და მწვანილებთან ერთად.

 

იტალია: აღდგომის მტრედი

ტკბილი პურები, რომელსაც მტრედის ფორმებს აძლევენ, იტალიაში ჩვეულებრივი, ყოველდღიური ტკბილეულია. მისი მომზადებისთვის იყენებენ ფქვილს, შაქარს, კვერცხს, ნუშსა და გახეხილს ხილს.

 

ეკვადორი: ფანესკა

ეს სხვადასხვა მარცვლეულისგან დამზადებული სუპია. მისი რამდენიმე რეცეფტი არსებობს თუმცა, ყველა მათგანში ფიგურირებს ლობიო, სიმინდი, ბრინჯი, ნიორი, ხახვი, ბარდა, რძე და კვერცხი.

 

საბერძნეთი: ბრიოში

ტკბილი ფუნთუშა, რომელიც სამნაწილიანია წმინდა სამებას განასახიერებს. მას წითლად შეღებილ კვერცხებთან ერთად მიირთმევენ.

 

გერმანია: ჩერვილის წვნიანი

ჩერვილის წვნიანი, იგივე კერბელუპე მზადდება ოხრახუშით. მას მიირთმევენ ხუთშაბათს.

 

ესპანეთი: როსკილასი

ეს სააღდგომო დონატები, უფრო ნამცხვარს ჰგავს, ვიდრე დონატებს. მას სხვადასხვა ტკბილეულით აფორმებენ, თუმცა ყველაზე გავრცელებულია შაქრის პუდრით.

 

აშშ: შემწვარი ლორი

აშშ-ში ბევრ ოჯახში, აღდგომას მოტკბო ხორცს ამზადებენ, რომელსაც სიტკბოს შავი შაქრით, თაფლით ან ანანასით აძლევენ.

 

ნეაპოლი, იტალია: პიცა ჩიენი

ეს პიცისა და ღვეზელის კომბინაციაა. მისი მთავარი ინგრედიენტები ყველი, კვერცხი და ხორცია. დანარჩენი კი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

თამთა უთურგაშვილი

 

მსგავსი თემები