ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე არჩილ თალაკვაძესთან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს, რომელიც 18 ნოემბრის აქციის დაშლამდე შედგა.
რომან გოცირიძის განცხადებით, 18 ნოემბრის აქციის დაშლამდე მას პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დაურეკა. როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, თალაკვაძემ მას პროცესების ქუჩიდან პარლამენტში გადატანა შესთავაზა.
არ ვიშლებით მოთხოვნების შესრულებამდე. ვამაგრებთ რუსთაველს, ვპიკეტირებთ სახელმწიფო შენობებს, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ
მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნები გერმანული მოდელით - მოძრაობა სირცხვილიას მოთხოვნები ცნობილია
მითხრა: მოდით დავიწყოთ ამ პროცესების პარლამენტში გადმოტანაო. ვკითხე – შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილება-მეთქი? ვადაა გასულიო. გერმანულ მოდელზე დათანხმდები-მეთქი? იმის მაგივრად, რომ ხავსს მოეჭიდონ, მართლა წყალწაღებულები არიან და ხვალ თვითონ დაიწყებენ ამ მოდელის თხოვნას… მიპასუხა, ამას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდებაო.
ვუთხარი, მოდიხართ ჩვენს სამ მოთხოვნაზე: ატარებთ რიგგარეშე არჩევნებს, ცესკოს შემადგენლობას შეცვლით-მნეთქი? აბა რაზე ვისაუბროთ? აბა რას რეკავ, სად მეპატიჟები?!
დღეს გამოაცხადა, რომ დაგველაპარაკა, ჩვენ შევთავაზეთ დიალოგიო და რადგან არ წამოვიდნენ დიალოგზე, ამიტომ დაარბიეს და გაწმინდეს ტერიტორია. ყოველი კომიტეტის სხდომა და ბიუროს სხდომა თუ უნდათ ამ გაწმენდებით ჩაატარონ, გახდებიან ძალიან სასაცილოები”-განაცხადა რომან გოცირიძემ.