LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რომ ნატოს სამიტზე საქართველო და უკრაინა არ მიიწვიეს, ჰგავს მშობლის მოწოდებას: ეზოში არაფერი გესაქმება, წადი, დავალება შეასრულე: ზახაროვა

86
Untitled design (1)

“ის, რომ კიევი და თბილისი ნატოს დაგეგმილ სამიტზე არ მიიწვიეს, ჰგავს მშობლის მოწოდებას: ეზოში სათამაშო არაფერია, წადი დავალება შეასრულე.” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა “ტელეგრამში” წერს.

14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს მორიგი სამიტი გაიმართება

ზახაროვა ეხმიანება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე და აღნიშნავს, რომ სამწუხაროა, სტოლტენბერგმა მინსკის შეთანხმებები და კიევის მიერ მათი შესრულების აუცილებლობა რომ არ ახსენა:

“კიევი და თბილისი ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა უკრაინის პერსპექტივაზე და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებისთვის თავდაცვის სექტორის რეფორმები ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საუკეთესო გზაა.

ეს ცოტათი მშობლის მოწოდებას ჰგავს:”ეზოში სათამაშო არაფერია, წადი დავალება შეასრულე”.

სამწუხაროა, რომ სტოლტენბერგმა არ ახსენა მინსკის შეთანხმებები და კიევის მიერ მათი შესრულების აუცილებლობა. ეს ზუსტად ის საშინაო დავალებაა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა შესრულებულიყო, შეცდომების გამოსწორების ჩათვლით.” – წერს ზახაროვა.

შეგახსენებთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურები მორიგ სამიტზე ბრიუსელში 14 ივნისს შეიკრიბებიან.

სტოლტენბერგმა მორიგ სამიტს უნიკალური შესაძლებლობა უწოდა და თქვა, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცებას.