LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ მიუშვა, წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს” – თეა წულუკიანი ლევან ბერძენიშვილზე

199
pjimage

“მას კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე, ილია მეორეზე, ეკლესიაზე”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის წევრი, ლევან ბერძენიშვილი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს ვერ აკრიტიკებს.

“ძალიან ძნელია რესპუბლიკელების დღევანდელ პოზიციას მოუძებნო რაიმე ტიპის სახელი. ერთი კი ფაქტია, რომ ბატონ ლევან ბერძენიშვილს ყველა იცნობს, მეც ვიცნობ, შეიძლება, ისე კარგად არა, როგორც ჩემი სხვა თანამებრძოლი, მაგრამ ვიცნობთ ყველა მას და არ შემეშლება თუ ვიტყვი, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე თავისი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი მწვავე და კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე, ილია მეორეზე, ეკლესიაზე. თუ უფრო განვიტვირთებით და ვიხუმრებთ, იმასაც ვიტყვი, რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს და არგუმენტებსაც მოძებნის ამისთვის”, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რესპუბლიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება არასწორ განცხადებებს აკეთებს და ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას საფრთხის ქვეშ აყენებს. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები უკრაინის მიმართ, მათ შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში ჩარევის მცდელობაა.

 

“სააკაშვილი უკრაინაში ისევ პოპულარულია… თუ დაადებს თავს და ჩამოვა, დაიჭერენ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები