LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რომ დამენახა, ლამის ხეზე ავძვერი, ყველაფერს იმას ვასახიერებ, რასაც დავცინოდი“

526
el 22

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აბიტურიენტი შვილის შესახებ წერს. გიორგი გაფრინდაშვილი წელს ეროვნულ გამოცდებს აბარებს. თავად კი იმ ყველაფერს აკეთებს, რაზეც ადრე სხვა  მშობლებს დასცინოდა.

„ჩემი შვილი შევიდა გამოცდაზე და ყველაფერს იმას ვასახიერებ, რასაც უარვყოფდი და დავცინოდი.

ნუ ჯერ ხომ ვიძახდი რა უბედურებაა, რომ მიჰყვებიან მშობლები თქო, დიდი ბიჭია თვითონ წავიდეს. 6 ზე უკვე ფეხზე ვიყავი. სულ ბოლომდე ხომ შევაცილე. აი, ბოლოს კუთხე რომ დამენახა, ლამის ხეზე ავძვერი. ჩუმად ხომ ვეფერებოდი და უდებილესს რჩევებს ვაძლევდი. მერე მეტაფორა და ეპითეტი დამავიწყდაო და ნერვიულად ვუხსნიდი ისე, რომ არასდროს არ ეცოდინება ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა. აი, რომ შეამკობ რა საკაიფო ეპითეტებით ვეუბნები და ნუ მთხოვა გავჩუმდე. ბოლოს, ცხადია, ცრემლები, როგორც პირველ კლასში რომ მიდიოდა. ეხლა ვდგევარ და სამყაროს ნიშნებს ვიღებ, რომ მივხვდე, როგორ წერს. გაღიმებული ადამიანი თუ ჩამივლის ესეიგი კარგად, თუ ვინმეს ჩხუბის ხმა მომესმა, ე.ი. შეცდომით შემოხაზა.

არადა სულ ვუხსნიდი, მთავარია იშრომე და მერე დაიკიდე, რა აპოკალიფსს ხატავენ ამ გამოცდებიდან თქო და მე თვითონ მოვუწყვე აპოკალიფსი.

‘დედაენაცვალოს’

P.s. რა თქმა უნდა, ჩუმად ფოტოებიც გადავუღე, მაგრამ ამაში მაინც გავუწევ ანგარიშს და არ დავდებ“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება. აბიტურიენტებს პანდემიის გამო განსხვავებულ გარემოში უწევთ გამოცდების ჩაბარება.

ეროვნული გამოცდები იწყება – წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები