LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია თბილისისთვის დამზადებული პირველი პატარა ავტობუსი [ვიდეო]

1013
kalaaaaaaaaaaaa

კახა კალაძე თურქეთში იმყოფება. სტამბულში მდებარე „ისუზუს“ ქარხანაში საქართველოსთვის პირველი 8-მეტრიანი ავტობუსი უკვე მზადაა. კალაძემ „ფეისბუქლაივით“ საზოგადოებას ეს ავტობუსი დაათვალიერებინა.

„პატარა, კომპაქტური… ამ ავტობუსს თავისუფლად ექნება შესაძლებლობა ისეთ ქუჩებზე გადაადგილდეს თავისუფლად, სადაც დიდი ავტობუსები ვერ მოახერხებენ სიარულს,“ – განაცხადა კალაძემ “ფეისბუქლაივში”.

220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა დედაქალაქში სექტემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე ყველა მათგანი ადგილზე იქნება.

გარდა ამისა, კალაძემ განაცხადა, რომ მომდევნო კვირაში ტენდერი გამოცხადდება დაახლოებით 200 ელექტრო და გაზზე მომუშავე ავტობუსის შეძენაზე.

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით თურქეთში დღეს გაემგზავრა. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაჯი თი გრუპსშორის 220 ახალი, თანამედროვე EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა.

ISUZU-  მარკის 8-მეტრიან ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები