LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია 2019/2020 წლის საქორწილო ტენდენციები – თბილისი ფესტივალს მასპინძლობს

1759
uu

თბილისი საქორწილო ფესტივალს უმასპინძლებს. კომპანია „მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით, 12 მაისს, ყოველწლიური საქორწილო ფესტივალი Tbilisi wedding fair 2019 ჩატარდება. ფესტივალს მასპინძლობს აღმაშნებლის გამზირის 73 ნომერში მდებარე ილიას ბაღის კომპლექსი და მასში არსებული საღონისძიებო სივრცე Garden Hall-ი.

როგორც „ფორტუნას”„მეიდან ჯგუფიდან” აცნობეს, ფესტივალი დღის 12 საათზე დაიწყება, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნებიან: წამყვანი ივენთ კომპანიები, დიზაინერები, ფლორისტები, დეკორატორები, მხატვრები, ვიზაჟისტები, კონდიტერები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები და ამ სფეროს წარმომადგენელი სხვადასხვა კომპანიები. ისინი წარმოადგენენ თავიანთ საქორწილო და სადღესასწაულო ხედვებსა და 2019/2020 წლის ტენდენციებს.

ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორის, ეკატერინე ყუბანეიშვილის ინფორმაციით, Tbilisi Wedding Fair 2019, ყოველწლიური საქორწინო ფესტივალია, სადაც თავმოყრილია ქორწილთან დაკავშირებული კომპანიები. ისინი ერთ სივრცეში წარმოადგენენ ყველა იმ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელიც თანამედროვე ტენდენციების გამოწვევას პასუხობს და საჭიროა ქორწილის ორგანიზებისთვის.

„ღონისძიებას წელს უკვე მეექვსედ ვატარებთ და მისი ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მონაწილე კომპანია გვყავს. გარდა ამისა, იზრდება ვიზიტორების რაოდენობაც. Tbilisi Wedding Fair 2019-ში წელს მონაწილეობას მიიღებენ როგორც საზოგადოების უკვე კარგად ნაცნობი კომპანიები, ასევე ახალბედებიც – 5 ახალი კომპანიაა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობას. ფესტივალი 12 საათზე დაიწყება და საღამოს დასრულდება გრანდიოზული გათამაშებით, სადაც ყველა მონაწილე კომპანიას მოსული სტუმრებისთვის დაწესებული აქვს სხვადასხვა სახის საჩუქრები“, – განაცხადა  ეკატერინე ყუბანეიშვილმა. მისივე ინფორმაციით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია დღის 16:00 საათამდე, „მეიდან ჯგუფის“ სტენდთან, რომელიც განთავსებული იქნება ფესტივალის ჩატარების ლოკაციაზე.

საქორწილო ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობენ ივენთ კომპანია La Fete-ის (ლაფეტ) დამფუძნებლები ნია მოძმანაშვილი და ნუკა ორჯონიკიძეც. კომპანია უკვე მეორე წელია, რაც აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქორწილო ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ესაა დიდი მოტვაცია და ჩვენ ვხედავთ, როგორ იზრდება წლიდან წლამდე მონაწილეების, ისევე როგორც მოსული სტუმრების რიცხვი. ეს ნიშნავს რომ მოთხოვნა გაიზარდა. მომხმარებლებს უკვე ურჩევნიათ პროფესიონალს ანდონ თავიდან ბოლომდე ქორწილის ორგანიზება, მითუმეტეს რომ არ არის მარტივი და ძალიან ბევრ დეტალია გასათვალისწინებელი. ასე რომ, ჩვენ ისევ ვაგრძლებთ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი დღეების გალამაზებას და გვიხარია, რომ ამ კუთხით მოთხოვნაც საკმაოდ დიდია,“ – განმარტეს „ლაფეტის“ დამფუძნებლებმა ნია მოძმანაშვილმა და ნუკა ორჯონიკიძემ.

შეგახსენებთ, საქორწილო ფესტივალი Tbilisi wedding fair 2019 12 მაისს ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორები: ნათია ცეცხლაძე და ეკატერინე ყუბანეიშვილი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები