LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი სიყვარული შეუძლია სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს

2541

რამდენი ხანია გრძლედება თქვენი ურთიერთობა და კიდევ რამდენ ხანს შეძლებთ სიყვარულის შენარჩუნებას? – ყველა ზოდიაქოს ნიშანი თავისებურად გრძნობს პარტნიორს და სიყვარულიც განსაკუთრებული შეუძლია.

* ვერძი

დამოუკიდებელი და საკმაოდ ხისტი ვერძი მხოლოდ იმ შემთხვევაშია პარტნიორის ერთგული, თუ არ იზღუდება მისი თავისუფლება.

* კურო

ყოველთვის საიმედო კუროს ერთხელ თუ შეუყვარდა სამუდამოდ პარტნიორის ერთგული იქნება და იმ შემთხვევაშიც არ დაიწყებს თავგადასავლების ძებნას, თუ წლების შემდეგ სიყვარული გაქრება.

* ტყუპები

ტყუპებს ძალიან უყვართ სხვებთან ფლირტით პარტნიორის გაღიზიანება. იმ შემთხვევაში თუ ამგვარ ურთიერთობას გაუძლებთ და ტყუპების გამოცდას წარმატებით ჩააბარებთ, მაშინ თქვენი სიყვარული მარადიული იქნება.

* კირჩხიბი

ბუნებით მშვიდ კირჩხიბს არ უყვარს ზედმეტი წრიალი და ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ გრძნობებში. თუმცა, ძალიან მომთხოვნი და საკმაოდ ეჭვიანია, რომელიც არც საკუთარ თავს, არც პარტნიორს აძლევს ღალატის უფლებას.

* ლომი

ფრთხილი ლომი არასდროს ეშვება თავით სასიყვარულო თავგადასავლებში. თუმცა, თუ  შეყვარებულია, სულ მცირე რამდენიმე წელი ვერავის ამჩნევს საყვარელი ადამიანის გარდა.

* ქალწული

პრაქტიკული ქალწული არასდროს ყოყმანობს და სწრაფად არკვევს საკუთარ და პარტნიორის გრძნობებს, მით უფრო, რომ მისთვის სიყვარული უფრო მატერიალურია, ვიდრე სულიერი და ურთიერთობაც მხოლოდ მანამდე გრძლედება, სანამ ქალწული თავს დაცულად და მატერიალურად უზრუნველყოფილად გრძნობს.

* სასწორი

ლოიალური სასწორი ადვილად ეგუება პარტნიორის ყველა ნაკლს, რადგან სიყვარული მისთვის ყოველთვის მეგობრობით იწყება. თუმცა, მხოლოდ მანამდე ინარჩუნებს ერთგულებას, სანამ პარტნიორი საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებას სთავაზობს.

* მორიელი

ქარიზმატულ მორიელს ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა თავად ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანია და თუ მართლა შუყვარდა ვინმე, მთელი ცხოვრება მისი ერთგული იქნება.

* მშვილდოსანი

მრავალფეროვნების მოყვარულ მშვილდოსანს იშვიათად გამოსდის ერთგულების შენარჩუნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ მისი კეთილგანწყობის დამსახურებას, თუ ყველა მის ღალატზე თვალის დახუჭვას.

* თხის რქა

ტრადიციების მოყვარული თხის რქა, მხოლოდ ერთხელ ქმნის ოჯახს და დიდ დროს უთმობს შვილების აღზრდას, ყოველთვის მეუღლის ერთგულია და მხოლოდ ტყუილის პატიება არ შეუძლია.

* მერწყული

მერწყული ცნობილი მარტოხელაა, რომელიც ჯიუტად იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას და მხოლოდ რამდენიმე დღე შუძლია ურთიერთობის შენარჩუნება, რადგან მართალია, სწრაფად და თავდავიწყებით უყვარდება პარტნიორი, მაგრამ სწრაფად კარგავს მის მიმართ ინტერესს.

* თევზები

ერთგულ თევზებს ერთხელ უყვარდებათ და მთელი ცხოვრება პარტნიორის ერთგულები არიან, სრულად იხარჯებიან საყვარელი ადამიანისთვის და მისგანაც იგივეს მოითხოვენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები