LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – ივანიშვილის იდეის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა [ფოტოები]

1241
BeFunky-collage (2)

ერთი მილიარდი ევრო ახალი უნივერსიტეტის მშენებლობისთვის – ფონდი ქართუს პროექტი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს  უნდა მიიღოს. ამის შესახებ დღეს განცხადება ფონდის დაამარსებელმა  ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა.

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

,, ჯერ კიდევ 11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე საგანმანათლებლო კერა..."

ივანიშვილის თქმით, უნივერსიტეტი უცხოელი და ქართველი პერსონალით დაკომპლექტდება, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მთლიანად განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად.

 

პროექტის პრეზენტაცია დღეს თბილისში შერატონში გაიმართა. ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას  ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი  და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდა.

ასევე ღონისძიებაზე იმყყოფებოდა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს.

“მეამაყება, რომ აქ ვარ და ახალი უნივერსიტეტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის – დაფუძნებაში ვმონაწილეობ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საერთაშორისო და დისციპლინათშორისი უნივერსიტეტი უნდა იყოს, რადგან ჩვენს დროში მიმზიდველი უნდა იყოს მთელი მსოფლიოსა და ცხადია, განსაკუთრებით ამ რეგიონის ახალგაზრდობისათვის“, – განაცხადა ვოლფგანგ ჰერმანმა

 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება — ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ  „ქართუს“ ეს უნიკალური პროექტი, რომელიც ქუთაისში იწყებს ფუნქციონირებას, შესაძლებლობას მოგვცემს, ქვეყანა აქტიურად იყოს წარმოდგენილი რეგიონში განათლების უმთავრეს ცენტრად.

განაცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმაც. გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისივე თქმით, სწორედ ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება არის ყველაზე მდგრადი და მნიშვნელოვანი.

„სხვაგვარად ჩვენ უბრალოდ ვერ შევძლებთ, 21-ე საუკუნეში ვიყოთ კონკურენტული სხვადასხვა სფეროში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს ახალგაზრდებს გაუჭირდებათ, იყვნენ კონკურენტული. ამიტომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მადლობა „ქართუს“, მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმ დიდი ქმედებისთვის, რაც დაიწყო და იმედია, მალე ვიხილავთ ამ უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

 

 

პოპულალურები