LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ექიმები გვეუბნებიან, №18 დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია, იმისთვის რომ მართოს მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობა: რატი ბრეგაძე 

78
რატი ბრეგაძე

„როგორც ექიმები გვეუბნებიან, №18 დაწესებულების ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგებულია, იმისთვის რომ მართოს მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობა“, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას იუსტიციის მინისტრი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმებმა უნდა ისაუბრონ და არა ჟურნალისტებმა და იურისტებმა.

არსებობს რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით – სახალხო დამცველმა სააკაშვილის მიღებისთვის ციხის საავადმყოფოს ხარისხი შეამოწმა

„დღეს ჩვენ მოვინახულეთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის #18 დაწესებულება ქალბატონ თამარ გაბუნიასთან ერთად. როგორც ექიმები გვეუბნებიან, ინფრასტრუქტურა არის სრულად მოწესრიგებული იმისთვის რომ მიიღოს პაციენტი და მართოს მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობა. რაც შეეხება დანარჩენ ინფორმაციას, რომელსაც ბატონი გვარამიას განცხადება შეიცავდა, ბუნებრივია, ეს გადამოწმდება იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ გავიგოთ სიმართლე. აუცილებლად გავიგებთ და მივაწვდით საზოგადოებას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მან ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა.

პოპულალურები